“პირადად მე იანვარში საკმაოდ მძიმე ვირუსი მქონდა და გუშინ სწორედ ამ ამბის გასაგებად, იმიტომ რომ სიმპტომები ძალიან გავდა ერთმანეთს და გასაგებად, ხომ არ მქონდა უკვე კორონავირუსი, მაგალითად, იანვარში, საგანგებოდ ჩავიტარე ტესტი. ჩემს შემთხვევაში პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, ანუ არ მქონია, მაგრამ, როცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ გასაკვირი არაა კოვიდ 19-ის დეკემბერში გამოვლენა საფრანგეთში, ბუნებრივია, ეს კითხვა სრულიად ლეგიტიმურია”
ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი
TV პირველი, გადაცემა “რეაქცია”
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 604 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 240 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 4887 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 500.