ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 240 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ამ დროისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფექციისგან 240 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამასთან, ინფიცირების კიდევ 11 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 604-მდე გაიზარდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 604 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 240 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4887 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 500.

იტვირთბა....