“ეს არის ახალი ინფექცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მუდმივად განვიხილავთ სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის მოლოდინებს, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ერთი ფაქტი, რომ თითოეული ჩვენგანის ქცევაზე არის დამოკიდებული ის, თუ როდის იქნება საქართველოში პანდემიისა და ეპიდემიის დასასრული.”
ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი
მინისტრის თქმით, პანდემიის დასრულებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტიდან უკვე იანვრიდან იდება არაერთგვაროვანი სურათები.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 604 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 240 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 4887 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 500.