ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აშშ-ის სახელმწიფო მდინავს, მაიკ პომპეოს სპეკულაციაში ადანაშაულებს და მის განცხადებას ცრუს უწოდებს.
საუბარია მაიკ პომპეოს რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ლაბორატორიიდან გავრცელდა.
“ჯანმო”-ს კრიტიკული სიტუაციების მთავარი ექსპერტი მაიკ რაიანი აცხადებს, რომ ვირუსი ბუნებრივი წარმომავლობისაა. ის მაიკ რაიანი აშშ-ს სპეკულაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ არავითარი კონკრეტული დოკუმენტი ამ მოსაზრების განსამტკიცებლად არ არსებობს.
“ჩვენ აშშ-ს მთავრობისგან ვირუსის წარმომავლობაზე არავითარ კონკრეტულ დოკუმენტზე დაყრდნობილი ინფორმაცია არ მიგვიღია. ეს ყველაფერი სპეკულაციურია,”- განაცხადა მაიკ რაიანმა.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში მსოფლიოს ლიდერები კორონავირუსის წარმოშობაზე კითხვებს სვამენ და არ გამორიცხავენ, რომ ვირუსი ხელოვნურად გავრცელდა და ჩინეთი რეალურ მონაცემებს მალავს.
ეს თემა აქტუალური მას შემდეგ გახხდა, რაც 1-ელ აპრილს აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა თეთრ სახლს გასაიდუმლოებული დასკვნა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, ჩინეთი მალავდა თავის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებს, მათ შორის ვირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობებს.
ამის შემდეგ ტრამპმა “ჯანმოც” მკაცრად გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ჩინეთზე არის ორიენტირებული. პრეზიდენტის ორგანიზაციას ბრალი ეპიდემიის ცუდ მართვაში დასდო, რის შემდეგაც დაფინანსებაც შეუჩერა. ამასთან, აშშ=იმ კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით სერიოზულ გამოძიებას ატარებს.