“რემდესივირი ძირითადად, მუშაობს მძიმე პაციენტებზე და კვლევები, რომელიც ამჟამად არის ხელმისაწვდომი გვეუბნება, რომ თუ, არის მძიმე პაციენტი და რეანიმაციაში დაყოვნების საშუალო დღე არის 15, მაშინ რემდისევირის მიღების შედეგად ეს 15 დღე მცირდება 11-მდე. ეს არის და ეს. ეს არის ორი-სამი დღის მოგება რეანიმაციულ განყოფილებაში. ეს არ არის ის სიახლე, რომელიც მართლა გადაგვარჩენს და უშველის კოვიდს.”
გიორგი ფხაკაძე- გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში და პროფესორი
ამის შესახებ გიორგი ფხაკაძემ “დღის კურიერში” სტუმრობისას განაცხადა.
ცნობისთვის, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ექსპერტმა, კომპანია “გილიადის” წარმომადგენელმა ენტონი ფაუჩიმ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს კორონავირუსის შესაძლო სამკურნალო მედიკამენტებზე ჩატარებული საერთაშორისო ტესტირების შედეგები წარუდგინა.
ანტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსთან საბრძოლველად ჩატარებულმა კვლევებმა პრეპარატ “რემდესივირზე” პოზიტიური შედეგები აჩვენა.
ფაუჩის თანახმად, პრეპარატ “რემდესივირმა”, რომელიც ინფიცირებულ პაციენტებზე იქნა გამოყენებული, სიმპტომების, ასევე, სიკვდილიანობის დონე შეამცირა.
“კვლევამ დაადასტურა, რომ პრეპარატს შეუძლია ვირუსის დაბლოკვა”,- განაცხადა ანტონი ფაუჩიმ.