ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ექსპერტმა, კომპანია “გილიადის” წარმომადგენელმა ენტონი ფაუჩიმ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს კორონავირუსის შესაძლო სამკურნალო მედიკამენტებზე ჩატარებული საერთაშორისო ტესტირების შედეგები წარუდგინა.
ანტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსთან საბრძოლველად ჩატარებულმა კვლევებმა პრეპარატ “რემდესივირზე” პოზიტიური შედეგები აჩვენა.
ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ფაუჩის თანახმად, პრეპარატ “რემდესივირმა”, რომელიც ინფიცირებულ პაციენტებზე იქნა გამოყენებული, სიმპტომების, ასევე, სიკვდილიანობის დონე შეამცირა.
“კვლევამ დაადასტურა, რომ პრეპარატს შეუძლია ვირუსის დაბლოკვა”,- განაცხადა ანტონი ფაუჩიმ.
ცნობისთვის, მასშტაბურ ტესტირებაში მსოფლიოს 22 ქვეყნიდან, 1 063-მა პაციენმა მიიღო მონაწილეობა. კვლევაში მონაწილე პირველი პაციენტი აშშ-დან იყო, რომელიც მანამდე კარანტინში იმყოფებოდა.
ცნობისთვის, საქართველოში ეპიდემიოლოგებმა არაერთხელ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კომპანია “გილიადის” მიერ, რომელიც ქვეყანას C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატ “რემდესივირს” უფასოდ აწვდის, წამლის გამოცდა მიმდინარეობს.
როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, ამ კომპანიასთან მოლაპარაკებები დაწყებულია და იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატი მკურნალობისთვის დაშვებული იქნება, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის სამკურნლო პრეპარატს მიიღებს.