“აქამდეც აბსოლუტურად გაუგებარი იყო, რატომ აიკრძალა ონლაინვაჭრობა. ამას ვერაფრით ვხვდები. ონლაინით ხომ არ გადადის ეს ოხერი კორონავირუსი? ანუ, ძალიან არათანმიმდევრული, არალოგიკური და არასერიოზულია ეს ნაბიჯები. ამ ყველაფრის უკან ლობიზმი და კორუფცია იკითხება. სამშენებლო ბიზნესი ბიზნესია და დანარჩენი ბიზნესი ბიზნესი არაა? რატომ არის დანარჩენი ბიზნესი ჩაკეტილი. იმიტომ, რომ აქ არის ჩაწყობა, ფულის კეთება, სპეკულაცია და ა.შ.”
ალეკო ელისაშვილი – “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი
ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან დაშვებულია სამშენებლო სექტორსა და სამშენებლო მასალების წარმოებაში მომაშავე ყველა კომპანიის საქმიანობა.
ასევე, დღეიდან ნებადართულია, ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც, ესენია ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები. თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ავტონაწილებით ვაჭრობაზე შეზღუდვა რჩება და დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ვაჭრობის ფორმით.