ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

“კირ სტარმერი მზადაა, ბრიტანული ჯარები უკრაინაში წლების განმავლობაში განათავსოს” – მედია

The Times-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მზადაა, უკრაინაში განათავსოს ბრიტანული ჯარები დასავლელ მოკავშირეებთან ერთად მშვიდობის შესანარჩუნებლად.

გამოცემის ცნობით, 20 მარტს, ლონდონში „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები ერთმანეთს შეხვდებიან, სადაც განიხილება რუსეთის ფედერაციასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემთხვევაში, უკრაინაში სამშვიდობო ძალების შესაძლო განლაგების დეტალები.

გამოცემა ასევე წერს, რომ რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში 30 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას განიხილავს. სხვა ქვეყნები მზად არიან, იარაღითა და ლოჯისტიკით დაეხმარონ.

იტვირთბა....