ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცნობილია ის კომპანიები, რომლებიც დღეიდან მუშაობას განაახლებენ

საქართველოში დღეიდან ეკონომიკის გახსნის მეორე ეტაპი იწყება, რომლის ფარგლებშიც ბიზნესის ნაწილს საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცემა.

კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან დაშვებულია სამშენებლო სექტორსა და სამშენებლო მასალების წარმოებაში მომაშავე ყველა კომპანიის საქმიანობა.

ასევე, დღეიდან ნებადართულია, ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც, ესენია ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები. თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ  ავტონაწილებით ვაჭრობაზე შეზღუდვა რჩება და დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ვაჭრობის ფორმით.

დღეიდან  მოქალაქეებს ასევე, შეეძლებათ, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივი ცენტრები სერვისევით სარგებლობა, მაგრამ ახალი პრინციპით.

ყველა ტიპის საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების შესაბამისი ნორმების დაცვით.

გარდა ამისა, ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. რაც შეეხება თბილისსა და რუსთავში გადაადგილებაზე დაწესეულ შეზღუდვებს, ამ საკითხზე მთავრობა კვირის განმავლობაში იმსჯელებს.

ცნობისთვის, 24 აპრილს, პრემიერმა საზოგადოებას დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა წარუდგინა, რომელიც 6 ეტაპისგან შედგება.

 

იტვირთბა....