“სინოდმა რატომ უნდა განიხილოს? ეს არის განსახილველი ადგილობრივ ეპარქიაში. მე ეგ უკვე განვიხილე, მღვდელმოქმედება ავუკრძალე მამა დავითს. ეს არის სასჯელი, მეტი სასჯელი ჩვენ არ შეგვიძლია. მამა საბა კი, ჩვეულებრივად წირავს, ლოცულობს. ახლა სასამართლო გაარკვევს ყველაფერს“
მეუფე იობი, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი
შეგახსენებთ, ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოძღვარმა ცივი იარაღით დაპირისპირებაში მონაწილე სასულიერო პირს მსუბუქი ჭრილობა მიაყენა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა