ახალი ამბები მთავარი სამართალი

ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა, ერთი მათგანი მსუბუქადაა დაჭრილი

ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოძღვარმა ცივი იარაღით დაპირისპირებაში მონაწილე სასულიერო პირს მსუბუქი ჭრილობა მიაყენა.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარი ფაქტი “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა აღნიშნავენ, რომ მომხდარის მიზეზი უცნობია.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

 

 

იტვირთბა....