ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მომავალი კვირიდან გერმანიის სკოლებში მოსწავლეები დაბრუნდებიან

გერმანიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. როგორც ცნობილია, მომავალი კვირიდან გერმანიის სკოლებში 11 და 12 წლის მოსწავლეები დაბრუნდებიან.

გერმანიაში მოსახლეობა ვალდებულია, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში ნიღბები ატარონ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსით 74 ადამიანი გარდაიცვალა, 793 კი დაინფიცირდა – ამის შესახებ ინფორმაციას “გარდიანი” ავრცელებს.

შეგახსენებთ, შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო ესპანეთშიც. შვიდკვირიანი კარანტინის შემდეგ გუშინ ესპანელები ქუჩაში სავარჯიშოდ და ველოსიპედებით გავიდნენ.

„დღეს ჩვენ შეზღუდვების გამარტივებისკენ პირველი ნაბიჯი გადავდგით, უნდა ვიყოთ ყურადღებით და ამას პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ“, – ამის შესახებ კი ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

იტვირთბა....