„დღეს ჩვენ შეზღუდვების გამარტივებისკენ პირველი ნაბიჯი გადავდგით, უნდა ვიყოთ ყურადღებით და ამას პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ. ვირუსი ჯერ კიდევ აქ არის. უნდა დავემორჩილოთ წესებს, დავიცვათ ჰიგიენა და სოციალური დისტანცია“
პედრო სანჩეზი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი
სოციალური ქსელი “ტვიტერი”
შეგახსენებთ, შვიდკვირიანი კარანტინის შემდეგ დღეს ესპანელები ქუჩაში სავარჯიშოდ და ველოსიპედებით გავიდნენ. როგორც ცნობილი გახდა, ესპანელებს საშუალება აქვთ, ერთ კილომეტრამდე მანძილი გიარონ – ამის შესახებ ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს.