“ჩვენი რეაქცია იყო ბუნებრივი, ასე მოიქცეოდა ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო და ხელისუფლება თავმოყვარე ქვეყნის. სულ რომ არ გინდოდეს ამის გაკეთება, პირობითად, ასე უნდა მოიქცე. ამას ფორმალური მხარე აქვს – შენი ქვეყნის ძებნილი პირი, რომელსაც სამივე ინსტანციით აქვს დადასტურებული დანაშაული, თან ძალიან მძიმე. ქვეყანა თუ გიყვარს, უნდა უზრუნველყო ის, რომ გზავნილიც ასეთი იყოს, პოზიციაც ასეთი იყოს და ვერასოდეს ვერავინ გაიფიქროს მსგავსი რაღაცის გაკეთება ამ ქვეყანაში. ეს არის შენი ქვეყნის სიყვარული.”
მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
აღნიშნული განცხადება მდინარაძემ, “იმედის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ლიდერმა, ვლადიმერ ზელენსკიმ რეფორმების საკითხები ქვეყნის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობაში კრიტიკა მოჰყვა.
პარლამენტის თავმდჯომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთავრობაში თანამდებობაზე დაინიშნება, ეს საქართველოსა და უკრაინას შორის მეგიბრულ და პოლიტიკურ ურთიერთობას საფრთხეს შეუქმნის.
იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამაც, რომელმაც უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევა არ გამორიცხა.
საქართველოს მთავრობაში გაკეთებულ განცხადებებს უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და თავად წყვეტს, ვინ რომელ პოსტზე დანიშნოს.