მთავარი ციტატა

“სადაც ეკონომიკა ჩამოიშლება, იქ სიკვდილიანობა იზრდება – ეს არის ცნობილი ფაქტი”

“სადაც ეკონომიკა ჩამოიშლება, იქ სიკვდილიანობა იზრდება – ეს არის ცნობილი ფაქტი. ღარიბ ქვეყნებში სიკვდილიანობა ყველაფრისგან და განსაკუთრებით ეპიდემიებისგან უფრო მაღალია და ჩვენ ძალიან დიდ რისკზე მივდივართ ყოველ საათს და ყოველდღე, როცა ეკონომიკას არ ვხსნით”

გიგა ბოკერია, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი

TV პირველი, გადაცემა “დღის ამბები”

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 582 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა კახეთში.

დღეს დილით საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ჯამში კორონავირუსით 8 პაციენტია გარდაცვლილი.

საქართველოში კარანტინის რეჟიმში 5025 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 540. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

იტვირთბა....