მთავარი ციტატა

“მე მოწოდებით ექიმი ვარ და ეთიკას არასდროს არ ვარღვევ” – ლევან რატიანი

„რაც შეეხება გუშინდელ განცხადებას კლინიკის სიტუაციასთან დაკავშირებით და მედპერსონალთა ინფიცირების შესახებ, მინდა, გითხრათ, რომ მე ამ წუთში გახლავართ კლინიკის ხელმძღვანელი, მაგრამ მოწოდებით ვარ ექიმი და არასდროს არ ვარღვევ ეთიკას. ეთიკა ეს არის პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ პაციენტს, რომელიც არის ინფიცირებული, თუ არაინფიცირებული, მას უფლება აქვს, ილაპარაკოს მისი დაავადების შესახებ, მაგრამ მე, როგორც ექიმს, არანაირი უფლება არ გამაჩნია, პაციენტის იდენტიფიკაციაზე და მის კომპეტენციაზე ვისაუბრო”

ლევან რატიანი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი

“პირველი არხი”

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 582 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი.

დღეს მარნეულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რვა თანამშრომელს კოვიდინფიცირება დაუდასტურდა.

იტვირთბა....