მარნეულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რვა თანამშრომელს კოვიდინფიცირება დაუდასტურდა.
მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიაში მარნეულიდან სულ 64 ნიმუში იყო გაგზავნილი.
ინფიცირებულთაგან ხუთი მარნეულის მკვიდრია, სამი კი – სხვა მუნიციპალიტეტის, თუმცა ისინი მარნეულში მუშაობდნენ.
ინფიცირებულებს დღეს თბილისის სპეციალიზებულ კლინიკებში გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 582 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი.