ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მთავრობას უფლება მივეცით, ისე უხეშად ებლატავათ, როგორც ვოლსკი ბლატაობს, თითქოს ოპოზიცია აღარ არის ..” – ჯაფარიძე

“ოპოზიციის პრობლემა ის არის, რომ დღევანდელ მთავრობას, “ქართულ ოცნებას” მივეცით შესაძლებლობა, რომ პანდემია, რომელმაც საყოველთაო პანიკა დათესა მთელ დედამიწაზე, მათ შორის, საქართველოში, გამოეყენებინათ და საკუთარი მკვდარი, განადგურებული რეიტინგი ზემოთ წამოეწიათ. ამასთან ერთად უფლება მივეცით, რომ საკუთარი მოქალაქეები როგორც მონები, ისე გამოეკეტა და ისე უხეშად “ებლატავათ”, როგორც ვოლსკი “ბლატაობს”, თითქოს ოპოზიცია აღარ არის.”

ზურა ჯაფარიძე – “გირჩის” ლიდერი

აღნიშნული განცხადება ჯაფარიძემ, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი მაისის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 566 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 207 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების შვიდი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5320 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,337,826 მიაღწია. გარდაიცვალა 235,288 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1,054,833 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....