პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე განცხადებას ავრცელებს და ტრანსგენდერ ქალებს მიმართავს.
“ძალიან სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა გუშინ. ტრანსგენდერმა ქალმა სცადა თავის დაწვა თბილისის მერიასთან. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პანდემიის პირობებში, მოწყვლადი ჯგუფები სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ.
მინდა მივმართო ტრანსგენდერებს: დახმარებისთვის მიმართეთ თვითმმართველობებს, რომლებიც ახლა საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ყველა შესულ განცხადებაზე უსწრაფესად რეაგირებენ.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ საჭიროებთ გადაუდებელ დახმარებას და ვერ მიიღებთ მას, აუცილებლად მომართეთ კომიტეტს, ან მომმართეთ მე პირადად სოციალურ ქსელში”, — წერს კილაძე “ფეისბუქ” გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისის მერიასთან, საპროტესტო აქციაზე, ლგბტ თემის წარმომადგენელმა თავის დაწვა სცადა.