ახალი ამბები ვიდეო მთავარი

(ვიდეო) თბილისის მერიასთან ლგბტ თემის წარმომადგენელმა თავის დაწვა სცადა

დღეს თბილისის მერიასთან, საპროტესტო აქციაზე, ლგბტ თემის წარმომადგენელმა თავის დაწვა სცადა.

ტრანსგენდერმა ქალმა, მთავრობისგან ყურადღების მიქცევის მიზნით, სხეულზე ბენზინი გადაისხა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მაშინ, როდესაც მთავრობა არის კორონავირუსის დამარცხების რეჟიმში მათ არ ექცევათ არანაირი ყურადღება.

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს

30 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 539 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 184 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5256 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,250,780 მიაღწია. გარდაიცვალა 229,791 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1,018,030 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....