ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ძალაში დატოვა გლობალური საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი..” – ჯანმო

“პანდემია კვლავ რჩება საგანგებო მდგომარეობად საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის. ძალაში ვტოვებთ გლობალური საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის გამო გამოცხადდა.

ტედროს ადანომ გებრეიესუსი – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი

გებრეიესუსის განცხადებით, ორგანიზაცია განაგრძობს ყველა ქვეყნისთვის ტექნიკური და ლოგისტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,337,826 მიაღწია. გარდაიცვალა 235,288 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1,054,833 პაციენტი.

1-ლი მაისის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 566 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 207 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების შვიდი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5320 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....