aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დიახ, ეს არის გაჭირვებაში მყოფი ადამიანების სასწრაფო შველის და ხანძრის ჩაქრობის პროგრამა..” – თურნავა ანტიკრიზისულ გეგმაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობის მიერ წარდგენილმა ანტიკრიზისულმა გეგმამ ოპოზიციას ბევრი სათქმელი არ დაუტოვა. აღნიშნული განცხადება თურნავამ, ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, ოპონენტების შეფასებები ურთიერთგამომრიცხავია.

ვფიქრობ, ჩვენი ანტიკრიზისული გეგმით და ზოგადად, ჩვენი მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებებით, თუ როგორ ვმართავთ ამ გამოწვევას, როგორ ვრეაგირებთ ეპიდემიაზე, როგორ წარმატებულად ვუმკლავდებით კორონავირუსს და როგორ ასევე წარმატებით დავიწყეთ ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება – ბევრი სათქმელი არ დავუტოვეთ ოპოზიციას.

ამიტომაც ის შეფასებები, რასაც ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ოპონენტის მხრიდან, სრულად ურთიერთგამომრიცხავია. ხან გვესმის, რომ ეს არის გაჭირვების, შველის პროგრამა და არა ეკონომიკური, არამედ სოციალური პროგრამა. დიახ, ეს არის გაჭირვებაში მყოფი ადამიანების სასწრაფო შველის და ხანძრის ჩაქრობის პროგრამა, ესაა ეკონომიკის შველის პროგრამა, მათ შორის და მთავარია სოციალური. ხან გვესმის, რომ ეს წინასაარჩევნო პროგრამაა. ანუ ისე უნდა გავიგოთ, როგორც კომპლიმენტი. წინასაარჩევნო მათი გაგებით ნიშნავს მიმზიდველს და მართლაც, ეს ისეთი პროგრამაა, რომლის გამოც ჩვენ გვერდში ძალიან ბევრი გვიდგას და დაგვიდგება. მოსახლეობაც ხედავს ამას და ბიზნესიც, მიმზიდველი პროგრამაა.

ხან გვესმის, რომ ეს არის სასწრაფოდ მიღებული ზომები. კი, ეს არის დროულად მიღებული ზომებია. ეს არის არამარტო ყოვლისმომცველი ანტიკრიზისული პროგრამა, ეს არის დროულად განხორციელებული პროგრამა, დროულად მიღებული დახმარება საფინანსო ინსტიტუტებისგან, დროულად შეთავაზებული მექანიზმები, ფინანსური შეწევნა და დახმარება მოსახლეობას, სხვადასხვა ფენას და ბიზნესებს” – განაცხადა თურნავამ.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს

შეგახსენებთ, რომ 1-ლი მაისის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 566 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 207 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების შვიდი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5320 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,337,826 მიაღწია. გარდაიცვალა 235,288 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1,054,833 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....