ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ხელისუფლებას ხელოვნურ სუნთქვაზე აყავს კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ტურისტული ბიზნესი” – ხუხაშვილი

“ანტი-კრიზისული გეგმის წარმოდგენით ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ არა თუ გეგმა, არამედ ზოგადი ხედვაც კი არა აქვს. გვიბრუნებენ ფულს, რომელიც ისედაც დასაბრუნებელი აქვთ. ხელოვნურ სუნთქვაზე აყავთ კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ტურისტული ბიზნესი, როდესაც გაურკვეველია კომიდან გამოსვლის პერსპექტივები და ა.შ. და ა.შ….”

გია ხუხაშვილი – ექსპერტი

აღნიშნული განცხადება ხუხაშვილმა, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გააკეთა.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს

შეგახსენებთ, რომ 1-ლი მაისის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 566 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 207 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5320 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,337,826 მიაღწია. გარდაიცვალა 235,288 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1,054,833 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....