COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პირველი პრესკონფერენცია გამართა.
როგორც ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანამ კორონავირუსის ეპიდემიაში პიკი უკვე გადალახა.
„დღეს პირველად შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ ამ დაავადების პიკი გადავლახეთ და ქვემოთ დავეშვით. ჩვენ ბევრი მიზეზი გვაქვს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში იმედიანად ვიყოთ. მე მომავალ კვირაში ყოვლისმომცველ გეგმას წარმოვადგენ იმის თაობაზე, თუ როგორ ავამუშაოთ ეკონომიკა, როგორ დავაბრუნოთ ბავშვები სკოლაში და ბაღში და როგორ მივიდეთ სამსახურებამდე და დასაქმების ადგილი გავხადოთ უსაფრთხო. ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ არ დავკარგოთ კონტროლი და მეორე, კიდევ უფრო დიდ მთას არ შევეჩეხოთ“, – განაცხადა ჯონსონმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,250,780 მიაღწია. გარდაიცვალა 229,791 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1,018,030 პაციენტი.
30 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 539 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 184 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5256 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.