ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ქვეყნის არ დახურვის გამო შვედეთი მძიმე ფასს იხდის, აშშ-მა სწორი გადაწყვეტილება მიიღო” – ტრამპი

“მიუხედავად საპირისპირო ანგარიშებისა, ქვეყნის არ დახურვის გამო შვედეთი მძიმე საფასურს იხდის. დღეისათვის იქ 2 462 გარდაცვლილი ჰყავთ. ეს უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, ნორვეგია (207), ფინეთი (206) ან დანია (443). აშშ-მა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.”

დონალდ ტრამპი – აშშ-ის პრეზიდენტი

აღნიშნული განცხადება ტრამპმა, “ტვიტერზე” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში მრავალი თვალსაზრისით შვედეთი მსოფლიოსთვის მოდელი უნდა იყოს.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,250,780 მიაღწია. გარდაიცვალა 229,791 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1,018,030 პაციენტი.

30 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 539 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 184 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5256 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....