ახალი ამბები მთავარი ციტატა

“თუ ისეთ საზოგადოებაში დაბრუნება გვსურს, სადაც იზოლაცია არ გვქონდა, მრავალი თვალსაზრისით შვედეთი მოდელი უნდა იყოს..”

“ვფიქრობ, თუ სიტუაციის ნორმალიზებას მივაღწევთ, შვედეთი მრავალი თვალსაზრისით მომავლის მოდელს წარმოადგენს — თუ ისეთ საზოგადოებაში დაბრუნება გვსურს, სადაც იზოლაცია არ გვქონდა. ის, რაც ამ ქვეყანამ განსხვავებულად გააკეთა არის, რომ ძალიან ენდობა ურთიერთობას მოქალაქეებთან, მათ უნარს, რომ საკუთარი ნებით შეძლონ თვითრეგულირება და დაიცვან სოციალური დისტანცია.”

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია

შეგახსენებთ, რომ შვედეთმა პანდემიასთან საბრძოლველად ევროპული ქვეყნებისაგან განსხვავებული გზა აირჩია. მაშინ, როცა ევროკავშირის მასშტაბით ქვეყნებმა კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად კარანტინის მკაცრი ზომები შემოიღეს, ჩაკეტეს საზღვრები, დახურეს ბევრი ბიზნესი, შვედეთში მაღაზიები, რესტორნები, ბარები და სკოლები კვლავ ღიაა. ქვეყანას არც საზღვრები ჩაუკეტავს.

ბოლო მონაცემებით, შვედეთში კორონავირუსით ინფიცირების 21 092 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გარდაცვლილია 2 586 და გამოჯანრთელებულია 1 005 ადამიანი.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,250,780 მიაღწია. გარდაიცვალა 229,791 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1,018,030 პაციენტი.

30 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 539 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 184 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5256 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....