მთავარი ციტატა

“საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს”

იმნაძე

გილიადი“ საქართველოს დიდი მეგობარი კომპანიაა, რომლიც C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატს უფასოდ გვაწვდის. ახლა აშშ-სა და ჩინეთში “გილიადის“ წამლის გამოცდა მიმდინარეობს. ამ კომპანიასთან მოლაპარაკებები დაწყებულია და იმ შემთხვევაში, თუ ეს პრეპარატი მკურნალობისთვის დაშვებული იქნება, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის სამკურნლო პრეპარატს მიიღებს”

პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის და  ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე

იმნაძემ ამის შესახებ “2020NEWS”-თან ინტერვიუში განაცხადა.

დღეს კორონავირუსის ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  მათი კონტაქტები დადგენილია. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 4 არასრულწლოვანია. დაფიქსირებული შემთხვევებიდან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და 16 მარტს კლინიკიდან გაწერეს, მაგრამ რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში რჩება.

11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსი პანდემიად  გამოაცხადა.

იტვირთბა....