„მსურს ერთი მესიჯი გავიმეორო დღეს. თუ უკანონოდ აკავებთ ამერიკელებს ეპიდემიის ამ ჟამს და ისინი კორონავირუსით დაინფიცირდებიან და შემდეგ ვირუსის გამო გარდაიცვლებიან, თქვენს მთავრობას პასუხს მკაცრად ვაგებინებთ. ყველა უკანონოდ დაკავებული ამერიკელი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ.“
მაიკ პომპეო – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
აღნიშნული განცხადება პომპეომ, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,165,235 მიაღწია. გარდაიცვალა 219,513 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 976,081 პაციენტი.
29 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 517 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 178 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5153 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.