“რაში სჭირდება უკრაინას და მის ახლანდელ ხელისუფლებას ასეთი ადამიანის ჩართვა, ადამიანის, რომელიც არათუ გასამართლებულია, არამედ, როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, ის პირადად მონაწილეობდა გირგვლიანის მკვლელების დაფარვაში. ჩემს გარეშეც ძალიან მარტივად შეგიძლიათ, აიღოთ, სტრასბურგის გადაწყვეტილება ქართული სასამართლოს სამი ინსტანციის გადაწყვეტილებები, ესაუბროთ ვალერი გელაშვილს, ნახოთ, არა მარტო მისი, არამედ იმ მოკლული ახალგაზრდების ფოტოები, რომლებიც დაცხრილეს, როგორც სააკაშვილი ამბობდა, წესრიგის დასამყარებლად.”
გია ვოლსკი – საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი
ამის შესახებ ვოლსკიმ უკრაინული ტელევიზია „112“-ის პოლიტიკურ ტოკშოუში „პულსში“ საუბრისას განაცხადა.
ცნობისთვის, 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ლიდერმა, ვლადიმერ ზელენსკიმ რეფორმების საკითხები ქვეყნის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. თუმცა, 28 აპრილს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უკან გაიწვია.
მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშვნის შესაძლო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობაში კრიტიკა მოჰყვა.
პარლამენტის თავმდჯომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთავრობაში თანამდებობაზე დაინიშნება, ეს საქართველოსა და უკრაინას შორის მეგიბრულ და პოლიტიკურ ურთიერთობას საფრთხეს შეუქმნის.
იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამაც, რომელმაც უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევა არ გამორიცხა.
ეს ფაქტი კრიტიკულად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმაც მის განცხადებაში. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, მას ვერ წარმოუდგენია რომელი ადამიანი შეიძლება იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ უკრაინას უღირდეს, მის გამო სასწორზე დადოს ორ სახელმწიფოთა შორის ხანგრძლივი ურთიერთობა.