“მან საქართველოში ასე დაიმორჩილა ყველაფერი. მან შექმნა სახელმწიფო სტრუქტურებისგან კარგად ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც იმით იყო დაკავებული, რომ დაუმორჩილებელ მოქალაქეებს აპატიმრებდნენ, აიძულებდნენ ხელი მოეწერათ სახელმწიფოსთვის მათი საკუთრების გადაცემაზე და ამას ერქვა კორუფციასთან ბრძოლა. თუ უკრაინის ხელისუფლებას აინტერესებს რეფორმები, ჩამოვიდნენ, ან ჩვენ ჩამოვალთ და კარგ მაგალითებზე ვაჩვენებთ, რა შეიძლება გაკეთდეს. სააკაშვილის მმართველობის პერიოდსა და სტილზე არსებობს ფაქტები, მაგალითები, რომელთა გაცნობა და ნახვა უკრაინის ხელისუფლებას ძალიან მარტივად შეუძლი.”
გია ვოლსკი – საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი
ამის შესახებ ვოლსკიმ უკრაინული ტელევიზია „112“-ის პოლიტიკურ ტოკშოუში „პულსში“ საუბრისას განაცხადა.
ცნობისთვის, 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ლიდერმა, ვლადიმერ ზელენსკიმ რეფორმების საკითხები ქვეყნის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. თუმცა, 28 აპრილს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უკან გაიწვია.
მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშვნის შესაძლო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობაში კრიტიკა მოჰყვა.
პარლამენტის თავმდჯომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთავრობაში თანამდებობაზე დაინიშნება, ეს საქართველოსა და უკრაინას შორის მეგიბრულ და პოლიტიკურ ურთიერთობას საფრთხეს შეუქმნის.
იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამაც, რომელმაც უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევა არ გამორიცხა.
საქართველოს მთავრობაში გაკეთებულ განცხადებებს უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და თავად წყვეტს, ვინ რომელ პოსტზე დანიშნოს.