მთავარი ციტატა

“სააკაშვილის დანიშვნით თქვენ შენელებული მოქმედების ნაღმს დებთ”

“თქვენ ამით შენელებული მოქმედების ნაღმს დებთ. ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, უკრაინის ინტერესებზე უნდა ვიფიქროთ. სააკაშვილის დანიშვნა არ იქნება სილის გაწვნა ქართველის ხალხისთვის, ეს იქნება სილა უკრაინელი ხალხისთვის. ეს ადამიანი გასამართლებულია ორი მძიმე დანაშაულისთვის – კორუფციისთვის და საქმე საკმაოდ დიდი თანხის მითვისებასა და ხარჯვას ეხება; მეორე საქმე არის ბანდიტური თავდასხმის ორგანიზება. სხვა საკითხების გამო გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით და პრემიერ-მინისტრის გამოთქმებიც სწორედ ამას შეეხებოდა, რაში სჭირდება უკრაინას და მის ახლანდელ ხელისუფლებას ასეთი ადამიანის ჩართვა, ადამიანის, რომელიც არათუ გასამართლებულია, არამედ, როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, ის პირადად მონაწილეობდა გირგვლიანის მკვლელების დაფარვაში.”

გია ვოლსკი – საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი

ამის შესახებ ვოლსკიმ უკრაინული ტელევიზია „112“-ის პოლიტიკურ ტოკშოუში „პულსში“  საუბრისას განაცხადა. 

ცნობისთვის, 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ლიდერმა, ვლადიმერ ზელენსკიმ რეფორმების საკითხები ქვეყნის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. თუმცა, 28 აპრილს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უკან გაიწვია.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშვნის შესაძლო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობაში კრიტიკა მოჰყვა. 

პარლამენტის თავმდჯომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთავრობაში თანამდებობაზე დაინიშნება, ეს საქართველოსა და უკრაინას შორის მეგიბრულ და პოლიტიკურ ურთიერთობას საფრთხეს შეუქმნის.

იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამაც, რომელმაც უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევა არ გამორიცხა. 

საქართველოს მთავრობაში გაკეთებულ განცხადებებს უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და თავად წყვეტს, ვინ რომელ პოსტზე დანიშნოს.

იტვირთბა....