ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ე.წ. თვითდასაქმებულებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში სპეკულირება ხდება” – მაჭავარიანი

„ე.წ. თვითდასაქმებულების ჯგუფთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში სპეკულირება ხდება. ამ ჯგუფის მიმართ ჩვენ გვაქვს შესაბამისი მიდგომა, ეს არის გამარტივებული გზა, თუ როგორ უნდა დაადასტურონ ამ ფიზიკურმა პირებმა რომ იღებდნენ შემოსავალს ამ კრიზისამდე. თუმცა, არის ჯგუფი ადამიანების, რომლისთვისაც ცოტა უფრო გართულებულია დადასტურება იმისა, რომ ღებულობდნენ შემოსავლებს და აქ ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად რბილი მიდგომები გვქონდა.“

ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარინი

აღნიშნული განცხადება მაჭავარიანმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მაისიდან, ხელფასის გარეშე დარჩენილი პირები ფულად კომპენსაციას მიიღებენ.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს

შეგახსენებთ, რომ 28 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 511 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 156 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5085 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,089,948 მიაღწია. გარდაიცვალა 212,916 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 935,757 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....