რუსეთმა დონ-აზოვის არხში საზღვაო მიმოსვლა შეაჩერა, – ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ რუსეთმა დონ-აზოვის არხში, რომელიც მდინარე დონს აზოვის ზღვასთან აკავშირებს, გემებისთვის მიმოსვლა შეაჩერა.
როგორც Reuters-ი წერს, დონ-აზოვის არხში მიმოსვლის შეჩერებამ შესაძლოა გავლენა რუსული ხორბლის ექსპორტის მეოთხედზე მოახდინოს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, პარასკევს თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში 13 ნავთობტანკერს დაარტყეს.

