აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აბას არაღჩი – ირანი ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობებს იცავს, განსხვავებით აშშ-ის ე.წ. ხაზინის მდივნისგან

ირანი ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობებს იცავს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

აბას არაღჩი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.

„ირანი თავის სიტყვას ასრულებს, განსხვავებით აშშ-ის ე.წ. ხაზინის მდივნისგან, რომელიც არღვევს ურთიერთგაგების მემორანდუმის მე-9 პუნქტს“, – აცხადებს არაღჩი.

ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მეცხრე პუნქტის შესაბამისად, ირანი საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე „ბირთვული პროგრამის ამჟამინდელ სტატუს-კვოს შეინარჩუნებს“, ხოლო აშშ „არ დააწესებს ახალ სანქციებს და რეგიონში დამატებით ძალებს არ განათავსებს“.

იტვირთბა....