ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველოში შევარდნაძე არ გაუსამართლებიათ.. არ მომწონს პრეზიდენტების გასამართლება, იმიტომ რომ ეს ქვეყანას აბანძებს” – ბერძენიშვილი

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო ვიცე-პრემიერად დანიშვნას და შემდგომ ამ ფაქტზე მმართველი გუნდის რეაგირებას ეხმაურება.

როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, ბრალდებები, რომელიც სააკაშვილს წაუყენეს არის სისულელე.

“მე ვერ ვიტყვი ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა. ვიცავ უდანაშაულობის პრეზუმფციას. მაგრამ, მე გეუბნებით, რომ რა ბრალდებაც მას წაუყენეს, ყველა სისულელე იყო. არცერთი ბრალდება არ იყო სერიოზული.

მაგალითად 100%-იანი დანაშაული სადაც აქვს სააკაშვილს ჩადენილი, მაგალითად დეპუტატზე თავდასხმა და კინაღამ რომ მოკლეს ვალერი გელაშვილი, ეგ ხომ ნამდვილად ვიცით რომ დანაშაულია, ეგეც კი ვერ დაუმტკიცეს. ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ…

საქართველოში შევარდნაძე არ გაუსამართლებიათ და კომუნისტური სისტემა არ გაუსამართლებიათ. სააკაშვილს როგორ გაასამართლებდა ის სისტემა, რომელიც იმ დროს ისე იქცეოდა, როგორც იმათ უხაროდათ და ამათა დროს ასე იქცევა, როგორც ამათ უხარიათ. მე გასამართლების წინააღმდეგი არ ვარ. კი ბატონო, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ ჯერ ერთი არ მომწონს პრეზიდენტების გასამართლება, იმიტომ რომ ეს ქვეყანას აბანძებს. მაგრამ თუ დააშავა უნდა დაუმტკიცო. პიჯაკი იყიდაო და პრეზიდენტი გახდა და ფული დახარჯაო, ამას სერიოზულად თუ თვლიან… მთელმა მსოფლიომ გაიცინა” – განაცხადა ბერძენიშვილმა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ბერძენინშვილმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უკან გაიწვია.

იტვირთბა....