aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სავარაუდოდ, მიკროავტობუსების მძღოლები თვითდასაქმებულთა პაკეტში მოხვდებიან და 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ” – კალაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერი, კახა კალაძე მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას ეხმაურება და აცხადებს, რომ გეგმის თანახმად 300 ლარის ოდენობით დახმარებას თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებიც მიიღებენ. აღნიშნული განცხადება კალაძემ, “პალიტრანიუსის” ეთერში გააკეთა.

„დახმარებების პაკეტში მიკროავტობუსების მძღოლებიც მოხვდებიან. სავარაუდოდ, ისინი მოხვდებიან თვითდასაქმებულთა პაკეტში და მიიღებენ 300 ლარიან დახმარებას. გარდა ამისა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყვითელი ავტობუსების დიდი ნაწილი ჩართული იყო სხვადასხვა მიმართულებით მომსახურებაში. ისინი ემსახურებოდნენ ექიმებს, მერიის თანამშრომლებს, ჩვენს კონტრაქტორებს. დაახლოებით 500-600 მანქანა ემსახურებოდა ყველა ამ მიმართულებით ქალაქს, ასევე, საკარანტინო ზონებიდან ხალხის გამოყვანაში.იცით, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც კარანტინი უმთავრდება მიგვყავს საკუთარ საცხოვრებელ სახლამდე ამ ყველაფერში ჩართული იყო ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები. თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს

შეგახსენებთ, რომ 28 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 511 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 156 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5085 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,089,948 მიაღწია. გარდაიცვალა 212,916 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 935,757 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....