ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ვინმე თვლის, რომ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმა რეალურია, საერთოდ რეალობასაა მოწყვეტილი”- ბექა ნაცვლიშვილი

დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გგემა რეალობას არ შეესაბამება, შესაბამისად ის ქვეყნისთვის ვერანაირ შედეგს მოიტანს.

ამის შესახებ ბექა ნაცვლიშვილმა ონლაინგაზეთ “მეტრონომთან” ინტერვიუში განაცხადა.

ნაცვლიშვილის განმარტებით, მთავრობამ ქვეყანაში არსებული დარგების განვითარების გეგმა უნდა წარადგინოს, რათა მოსახლეობას დასაქმების შესაძლებლობა მიეცეს და შესაბამისად ,შემოსავლის მიღებაც შეძლოს.

დამოუკიდებელი დეპუტატი აღნიშნავს, რომ დღეს ქვეყანაში უფრო სოციალური კრიზისია, ვიდრე ეკონომიკური.

“რაც შეეხება კრიზისის დაძლევის გეგმას, რაც წარადგინეს, ეს ანტიკრიზისული გეგმა არ ყოფილა. თუ ვინმე ასე თვლის, განსაკუთრებით მთავრობაში, რომ ეს იყო რეალური გეგმა, საერთოდ რეალობას არის მოწყვეტილი. ჩვენ ვერ დავინახეთ ვერანაირი გეგმა, სულ მინიმუმ იმ დარგების სტიმულირების გეგმა, რომელიც ქვეყანაში უკვე არსებობს. არათუ ახალი, არამედ აქამდე არსებული დარგების განვითარების გეგმა.

ჩვენ რეალურად უფრო სოციალურ კრიზისში ვიმყოფებით ამ შემთხვევაში, ვიდრე ეკონომიკურ კრიზისში. რადგან სხვა დარგები არ გვქონდა განვითარებული მომსახურების სფეროს გარდა, ამ კრიზისის დროს შეეძლო მთავრობას, კარგი ეკონომიკური გეგმა შემოეთავაზებინა, რაშიც ვგულისხმობ ეკონომიკური პოლიტიკის გადააზრებას, შესაბამისად ახალი დარგების იდენტიფიცირებას, რომლებიც ტურიზმის მაგივრად ქართულ ეკონომიკის ხერხემალი უნდა გამხდარიყო,”- აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის, 24 აპრილს, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვინც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სამსახური დაკარგა, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს. ხოლო, თვითდასაქმებულ მოქალაქეები ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ. შეღავათები ექნებათ პენსიორებსაც, კერძოდ, 2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70- წელს ზემოთ მყოფ პენსიონრებს – 25 ლარით. დახმარება გაეწევათ მკვეთრად გამოხატუი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსაც, ისინი ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში 600 ლარს მიიღებენ. .

 

იტვირთბა....