ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსი წყალტუბოს მერიის თანამშრომელს დაუდასტურდა

კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთი მათგანი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია, რომელიც მკურნალობას ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის.

ინფიცირებულის კონტაქტების გამოსაკვლევად ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ.

ინფიცირებული მერიის თანამშრომელი მამაკაცია და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 14-ით გაიზარდა და 511 გახდა. მათგან 156 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 5107 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 534 პირი.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

იტვირთბა....