ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 511-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 14-ით გაიზარდა და 511 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ოფიციალური ინფორმაციით, ინფიცირებული 511 ადამიანიდან 156 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 5107 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 534 პირი.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

იტვირთბა....