ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. ქვეყანაში ინფიცირებულთა მაჩვენებელმა მილიონს გადააჭარბა.
დღეის მონაცემებით, აშშ-ში ვირუსით 1 010 507 დამიანია დაინფიცირებული, 56 803 პირი გარდაიცვალა, ხოლო 139 162– გამოჯანმრთელდა..
ვირუსის ფართოდ გავრცელების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად ყველა შტატი ერთდროულად გამოცხადდა უბედურების ზონად.
აშშ-ს მაღალი მაჩვენებლით კვლავ მოსდევს ესპანეთი და იტალია. ამ ქვეყნებში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა.
მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 3 მილიონს გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 3 მილიონ 075 ათას 891 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 211 ათას 257 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 995 ათას 954 – გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა