“ვთვლი, რომ რადაში ხმების საკმარისი რაოდენობა იქნება. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. არჩევნებზე, როცა ვნახე, რომ ჩემი პარტია 2-3 პროცენტს აგროვებდა ამომრჩევლების ხმებს და ვერ შევდიოდით პარლამენტში, მე ჩემს მხარდამჭერებს მოვუწოდე, ბევრ ათას უკრაინელს, რომ ხმა „ხალხის მსახურისთვის“ მიეცათ.”
მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
ამის სესახებ სააკაშვილმა უკრაინულ არხ „უკრაინა 24“-თან საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ლიდერმა, ვლადიმერ ზელენსკიმ რეფორმების საკითხები ქვეყნის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობაში კრიტიკა მოჰყვა.
პარლამენტის თავმდჯომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთავრობაში თანამდებობაზე დაინიშნება, ეს საქართველოსა და უკრაინას შორის მეგიბრულ და პოლიტიკურ ურთიერთობას საფრთხეს შეუქმნის.
იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამაც, რომელმაც უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევა არ გამორიცხა.
საქართველოს მთავრობაში გაკეთებულ განცხადებებს უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და თავად წყვეტს, ვინ რომელ პოსტზე დანიშნოს.