საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების პირველი ეტაპის ფარგლებში, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა ნებადართულია.
თუმცა, ვალდებულება, რომ დაცული იყოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციები, ძალაში რჩება. აგრარულ ბაზრებში წესების დაცვას სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრვი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურებთან ერთად უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, დღეიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი დაიწყო. კერძოდ, ნებადართულია მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, მათ შორის, ტაქსების ოპერირება. ასევე, 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, ქვეყნის 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა შესაძლებელია.
დღეიდან იხსნება შეზღუდვები ონლაინვაჭრობაზეც. მოქალაქეებს ყველა ტიპის პროდუქტის ონლაინ საცალო და საბითუმო შეძენა შეუძლიათ.