ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეიდან მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა

დღეიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო.

კერძოდ, დღეიდან ნებადართულია მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, მათ შორის, ტაქსების ოპერირება.

მთავრობის ინფორმაციით, გადაადგილებაზე შეზღუდვები იხსნება მთელი ქვეყნის მასშტაბით გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა, სადაც საკარანტინო ზომებია დაწესებული. ასევე, საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნა არ იგეგმება.  შეზღუდვები იხსნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებაზე და ეს არ ნიშნავს იმას, რომ დიდი ქალაქები – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი- გაიხსნება.თუმცა, 27-28 აპრილს, როგორც საგამონაკლისო დღეებში, შესვლა-გამოსვლა შესაძლებელია ამ ქალაქებშიც.

ამასთან დღეიდან ნებადართულია ონლაინ ვაჭრობა, მიტანის მომსახურება და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

შეზღუდვების მოხსნა ეხება იმ კომპანიებს, იმ დაწესებულებებს და იმ ობიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ წესებს.

საქართველოს მასშტაბით ძალაში რჩება კომენდანტის საათი 21:00-დან დილის 06:00 საათამდე.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის ფარგლებში, საზოგადოებას შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმაც გააცნო, რომელიც 6 ეტაპისგან შედგება.

იტვირთბა....