ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ორი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება” – ლევან რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, მათკლინიკაში ორი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც რატიანმა განაცხადა. 6 პირი დღეს კორონავირუსის გარეშე დატოვებს კლინიკას.

„7 პაციენტიდან 2-ის მდგომარეობა რჩება კრიტიკული, ჰემოდინამიკის რღვევით, ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც სხვადასახვა განყოფილებაში იმყოფებიან, რჩება სტაბილური, გართულებების გარეშე. 6 პაციენტი დღეს ტოვებს კლინიკას კოვიდვირუსის გარეშე“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით მე-6 პაციენტი, 83 წლის კაცი გარდაიცვალა.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 485 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 139 მოქალაქე.

ქვეყანაში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4928, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522 პირი.

 

იტვირთბა....