aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 6 პაციენტი დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დატოვებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს ექვსი პაციენტი დატოვებს – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

რატიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეანიმაციაში მათ კლინიკაში შვიდი პაციენტი იმყოფება.

„რაც შეეხება რეანიმაციას, იქ შვიდი პაციენტია. მათგან ორის მდგომარეობა რჩება კრიტიკული. ჰემოდინამიკის რღვევით, ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. დანარჩენი პაციენტები, რომელბიც სხვადასხვა განყოფილებებში იმყოფებიან, ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა სტაბილური რჩება, გართულებების გარეშე. დღეს კლინიკას ექვსი პაციენტი ტოვებს კორონავირუსის გარეშე“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით მე-6 პაციენტი, 83 წლის კაცი გარდაიცვალა.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 485 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 139 მოქალაქე.

ქვეყანაში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4928, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522 პირი.

იტვირთბა....