aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ბათუმში კორონავირუსის დროს ოზონოთერაპია გამოიყენეს და, წინასწარი მონაცემებით, ძალიან წარმატებით”

“იყო ბათუმის გამოცდილებაზე ლაპარაკი, რომლებმაც ოზონოთერაპია გამოიყენეს ამ დაავადების დროს და, წინასწარი მონაცემებით, ძალიან წარმატებით. მათ ოთხ პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და სამ პაციენტს ვირუსი გაუქრა მეშვიდე და მეცხრე დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია. ჩვენს პაციენტებს ვირუსი უქრებოდათ მეცამეტე, მეთოთხმეტე დღეს, ზოგს 21-ე დღეს და ზოგს შეიძლება, ორი თვის შემდეგ. ოზონოთერაპია გულისხმობს ოზონის შეყვანას ადამიანის ორგანიზმში სპეციალური მეთოდით. ჩვენ უკვე გამოვიყენეთ პლაზმაფერეზი, იყო ორი წარმატებული სეანსი. საუბარი იყო ახალ მიდგომებზეც, მაგრამ ძირითადი საუბარი ჯერ მაინც იყო იმ გამოცდილებებზე და დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებზე, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თენგიზ ცერცვაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ ექიმთა საერთო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მედიკოსების გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.

შეგახსენებთ, 25 აპრილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 132 მოქალაქე.

იტვირთბა....