“იმ პირობებში, როცა ეს ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს, არსებობს და იარსებებს ჩვენ გვერდით, ერთადერთი მიზანი უნდა იყოს, რომ მოსახლეობაში ჩამოყალიბდეს პოპულაციური იმუნიტეტი. ეს ნიშნავს იმას, რომ, რისკჯგუფების გარდა, ყველა უნდა დაინფიცირდეს, მათ უნდა შეეყაროთ ეს გრიპი და მოიხადონ, გამომუშავდეს ანტისხეულები”
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, “გირჩის” ლიდერი
TV პირველი, გადაცემა “დღის ამბები”
შეგახსენებთ, 25 აპრილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 132 მოქალაქე.