მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში ერთ პაციენტს კორონავირუსით ინფიციცირება დაუდასტურდა. არსებული ცნობით, ინფიცირებული პაციენტი თეთრიწყაროს რაიონიდანაა და მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსში“ მკურნალობდა.
ექიმების თქმით, ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
გუშინ მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსში” შვიდ პაციენტს აუღეს ბიოლოგიური მასალა, ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 132 მოქალაქე.