ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში COVID 19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბათუმში COVID 19-ით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინდა ახალგაზრდა ქალს, რომელიც საქართველოში სარფის გავლით სამი დღის წინ შემოვიდა.

„ეს არის იმპორტირებული შემთხვევა. ინფიცირებული კარანტინში იმყოფებოდა, მას სხვა პირებთან შეხება არ ჰქონია“, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

ინფიცირებული მოქალაქე კლინიკა “მედალფაშია” გადაყვანილი, სადაც ჯამში 37 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 132 მოქალაქე.

იტვირთბა....