“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
როგორც ვაშაძე აცხადებს, ის მოითხოვს გამოყოფილ თანხაზე უმრავლესობის დეპუტატებმა ერთი თვე იცხოვრონ.
„უპირველეს ყოვლისა ველოდებოდით იმას რომ ლაპარაკი იქნებოდა ბიუჯეტის ოპტიმიზაციაზე. მონეტარული პოლიტიკით აგრესიულ ლიბერალიზაციაზე. ფინანსურ და საგადასახადო დახმარებებზე, იმ ბიზნესებზე, რომელიც ყველაზე მეტად დაზიანდა კორონავირუსის პანდემიის დროს და იმაზე თუ რა როლი უნდა ითამაშოს საბანკო სექტორმა ამ ყველაფერში. შემდეგ უნდა გადასულიყვნენ ისეთ ღონისძიებებზე, რომლებიც საქართველოს მოქალაქის სოციალურად და ეკონომიკურ მდგომარეობას მკვეთრად გააუმჯობესებდა და საშუალებას მისცემდა მას ეს კრიზისი გადაეტანა. რომ ჩამოვთვალოთ ყველაზე მოწყვლადი ნაწილი ჩვენი საზოგადოების, ეს ციფრები უშველის პენსიონერებს, დევნილებს, იმ ადამიანებს ვინც თვითდასაქმებული იყვნენ?! ეს უშველის სტუდენტებს, რომლებიც ვერ იხდიან სწავლისა და ბინის ქირას. კატეგორიულად მოვითხოვ ამ გამოყოფილ თანხაზე უმრავლესობის დეპუტატებმა ერთი თვე იცხოვრონ“,-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
დღეს, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ 24 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 431 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 132 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5888 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,762,532 მიაღწია. გარდაიცვალა 193,231 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 763,272 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

